ზურაბიშვილი: ახალი კონსტიტუცია პრიორიტეტი არ არის

პოლიტიკური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის შემუშავება პრიორიტეტს არ წარმოადგენს და დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ძირითადად იმ მტკივნეულ საკითხებზე უნდა გაიმართოს, რომლებიც  საზოგადოებას აწუხებს.


პრესკონფერენციაზე საუბრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი უნდა შეეხოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ენერგეტიკა, უსაფრთხოება, პრივატიზაცია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 იანვარს განაცხადა, რომ დიალოგს ოპოზიციასთან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და მან ოპოზიციონერ კანონმდებლებს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომებში მონაწილეობა შესთავაზა.


მისი თქმით, ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version