ანთაძე სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ პრეზიდენტს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე 27 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ე.წ ალტერნატიულ პრეზიდენტს დიმიტრი სანაკოევს და მისი მთავრობის წევრებს შეხვდა.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრა სოფელ ქურთაში შედგა, სადაც ალტერნატიული ხელისუფლების რეზიდენციაა განთავსებული.


მერაბ ანთაძის განცხადებით, ნებისმიერ ძალასთან, რომელიც გამოხატავს იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს, შეხვედრები უნდა იმართებოდეს. სახელმწიფო მინისტრმა რეგიონის ქართული სოფლების მოსახლეობასთანაც გამართა შეხვედრა.  


მერაბ ანთაძე ცხინვალის რეგიონს 27 დეკემბერს ეწვია და ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების არაოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version