“იტერამ“ ორ რაიონს გაზის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყვიტა

კომპანია “იტერა–საქართველომ“ დედოფლისწყაროს და ზესტაფონის რაიონებს დავალიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.


“იტერას“ მიმართ დედოფლისწყაროს დავალიანება 68 ათას ლარს, ხოლო ზესტაფონის – 94 ათასს ლარს შეადგენს.


“იტერა–საქართველოს“ წარმომადგენლის ვიტალი ლომიძის განცხადებით, დანარჩენ რაიონებს: მარნეულს, ხაშურს, თელავს და სიღნაღს დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ბუნებრივი აირის მიწოდება 26 დეკემბრიდან შეუწყდება.


მარნეულის დავალიანება 272 ათასს ლარია, ხაშურის  – 132 ათასი, თელავის  – 115 ათასი და სიღნაღის 51 ათასი ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version