თბილისში დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის საპარლამენტო კონფერენცია იმართება

დღეს თბილისში საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გაიხსნება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია “დემოკრატიის განვითარება: საპარლამენტო დიპლომატიის როლის ზრდა”, რომელიც  საერთაშორისო გაერთიანება  – დემოკრატიული არჩევანის ქვეყნების თანამეგობრობის ფარგლებში იმართება.


კონფერენციას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ასევე სიტყვით გამოვლენ პოლონეთის სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩი და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას მუნტიანასი.


კონფერენციას,  რომლის მიზანიცაა დემოკრატიული არჩევანის საზოგადოების საპარლამენტო ასამბლეის შექმნა და საპარლამენტო დიპლომატიის როლის გაზრდა, პრეზიდენტი სააკაშვილი დახურავს.


დემოკრატიული არჩევანის საზოგადოება საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ინიციატივით  2005 წლის 2 დეკემბერს დაარსდა. გაერთიანების დამფუძნებლები არიან ბალტიისა და შავი ზღვის  ქვეყნები: საქართველო, უკრაინა,  ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, მოლდავეთი, სლოვენია და მაკედონია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version