თავდაცვის მინისტრის მოადგილეები პოსტებს ინარჩუნებენ

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ლევან ნიკოლეიშვილი ხელახლა დანიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო ალექსანდრე სუხიტაშვილი და მამუკა მუჯირი მინისტრის მოადგილეებად.


მინისტრის გადადგომის შემდეგ მისი მოადგილეებიც ავტომატურად ტოვებენ თანამდებობას. დავით კეზერაშვილმა 10 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა.


ქართული მედიის ვარაუდები, რომ სუხიტაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, დაკარგავდა პოსტს, არ გამართლდა.


ჯერჯერობით უცნობია, ასევე შეინარჩუნებს თუ არა თავის თანამდებობას მეოთხე მოადგილე – ქეთევან ნაცვლიშვილი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version