ირაკლი ჩოგოვაძემ ნავთობისა და გაზის კორპორაცია დატოვა

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა. იგი ამ თანამდებობაზე ერთი კვირის წინ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაინიშნა, როცა ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვა.


ტელეკომპანია “იმედთან“ სატელეფონო საუბარში ჩოგოვაძემ თავად დაადასტურა ახალი თანამდებობიდან წასვლა.


“სხვა ამპლუაში ვაპირებ მომავალში საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის გვერდზე დგომას“, – განაცხადა ირაკლი ჩოგოვაძემ.

მან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა 17 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version