ცხინვალი არჩევნების წინ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა 12 ნოემბერს რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.


“დაცული იქნება სახელმწიფო და სტრატეგიური ობიექტები და ხვალიდან საარჩევნო უბნების დაცვასაც დავიწყებთ… უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები 13 ნოემბრამდე შენარჩუნდება“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის სიტყვებზე დაყრდნობით.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version