მოსკოვი სეპარატისტებთან ღვინის შესაძლო იმპორტზე მოლაპარაკებებს მართავს

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა მოლაპარაკებებს მართავს აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ამ რეგიონებში წარმოებული ღვინის რუსეთში შესაძლო იმპორტის თაობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“.


რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ საქართველოდან და მოლდოვადან ღვინის იმპორტი მარტში აკრძალა და ამ გადაწყვეტილების  მოტივად მასში პესტიციდების დიდი რაოდენობით არსებობა დაასახელა.


“დნესტრისპირეთთან და აფხაზეთთან ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები მათი ღვინის რუსულ ბაზარზე შესაძლო შემოსვლის თაობაზე საკმაოდ პერსპექტიულია“, – განაცხადა ონიშჩენკომ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version