ნატო რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთსა და საქართველოს თავშეკავებისკენ, ხოლო რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა, იტყობინება “როიტერი“.


“მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ, ფაქტიურად ორმა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და ზომიერება… იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით ასევე შესაძლებელი იქნება იმ ზომების გაუქმება, რომელთაც რუსეთის ფედერაციამ ამ კონფლიქტის დროს მიმართა“, – განაცხადა სხეფერმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან მოსკოვში 26 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version