პუტინმა საქართველოსთან სამხედრო შეთანხმებებს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ბაზების გაყვანისა და საქართველოს გავლით სამხედრო ტრანზიტის განხორციელების შესახებ შეთანხმებებს, იტყობინება კრემლი 26 ოქტომბერს.


ორივე შეთანხმებას რუსეთმა და საქართველომ 2006 წლის 31 მარტს მოაწერეს ხელი. მათი რატიფიცირება ორივე ქვეყნის პარლამენტებმა უკვე მოახდინეს.


რუსეთმა სამხედრო ტექნიკის ნაწილი საქართველოდან უკვე გაიყვანა. მოსკოვის განცხადებით, რუსეთი დააჩქარებს გაყვანის პროცესს და თბილისში განთავსებული რუსული დაჯგუფების შტაბს 2006 წლის ბოლომდე გაიყვანს, ნაცვლად ადრე დაგეგმილი ვადისა, რომელიც 2008 წლის ბოლოს იწურებოდა.


მეორე შეთანხმება საშუალებას მისცემს რუსეთს სამხედრო პერსონალის და ტვირთების ტრანზიტი სომხეთში განლაგებულ გიუმრის სამხედრო ბაზაზე საქართველოს გავლით განახორციელოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version