აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 18 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და აფხაზეთთან “ასოცირებული ურთიერთობების“ დამყარებას სთხოვს, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ტორშინმა განაცხადა, რომ ფედერაციის საბჭო აპირებს “სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხის განხილვას“.
“რუსეთი, მათ შორის ის სტრუქტურები, რომელთა მისამართითაც [რუსეთის პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატები]გავრცელდა აფხაზეთის პარლამენტის მიმართვა, ძალიან ყურადღებით და პატივისცემით უნდა მიუდგნენ ამ ინიციატივას და შეისწავლონ ყველა იურიდიული ასპექტი რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ფარგლებში“, – განუცხადა ტორშინმა “ინტერფაქსს” 18 ოქტომბერს.
აფხაზეთის პარლამენტის მიმართვაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი დე ფაქტო დამოუკიდებელია და რუსეთმა ახლა აღიარების გზით მისი ლეგალიზება უნდა მოახდინოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)