ცხინვალის რეგიონში ორი პოლიციელი დაიჭრა

ქართული მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 9 ოქტომბერს გვიან ღამით სოფელ კეხვის მახლობლად პოლიციის საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ორი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.


თუმცა, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, რომ ქართველი პოლიციელები საგუშაგოზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდნენ.


“ქართულმა მხარემ იჩქარა, რომ ინციდენტში სამხრეთ ოსეთის მხარე დაედანაშაულებინა. მაგრამ, სოფელ კეხვს ქართული ძალები ამაგრებენ და ბრალდებები ინციდენტში სამხრეთ ოსეთის მხარის მონაწილეობის თაობაზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა”, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version