ტერი დევისი თბილისსა და მოსკოვს დაძაბულობის განმუხტვისაკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა საქართველოსა და რუსეთს დაძაბულობის განმუხტვისაკენ და შურისძიებისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა, რაც ვნებს მოქალაქეებს.


“საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ უნდა განმუხტონ დაძაბულობა და მოიძიონ ამ დავის მშვიდობიანი მოგვარების გზები… უბრალო მოქალაქეებმა არ უნდა იხადონ საფასური მათ მთავრობებს შორის არსებული უთანხმოების გამო. როგორც ევროპის საბჭოს წევრები, ორივე მხარე არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი და შესაბამისად გააჩნიათ ვალდებულება პატივი სცენ თავიანთ ტერიტორიაზე არა მარტო საკუთარი მოქალაქეების, არამედ ყოველი ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა ტერი დევისმა 6 ოქტომბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version