სააკაშვილი: დარწმუნებულები ვართ, არჩევნები კარგად ჩაივლის

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ “არჩევნები კარგად ჩაივლის“.


“ეს არის პირველი, ფართომასშტაბიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში, ამრიგად ეს არის დიდი დემოკრატიული ნაბიჯი წინ. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ ვქმნით ახალ სისტემას, ახალი ტიპის ფენომენს აქ, საქართველოში, რათა გადავაქციოთ საქართველო სრულუფლებიან, ლიბერალურ, ევროპული სტილის სახელმწიფოდ. ის ფორმა, რომლითაც ეს არჩევნები ტარდება ნიშნავს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსულმა სანქციებმა “ვერ ჩაშალა ჩვენი გეგმები აქ“.


“ჩვენი პასუხი ზოგიერთ გადაჭარბებულ და არარაციონალურ განცხადებებზე არის წინსვლა და წინსვლა განვითარებით… განსაკუთრებული რეაგირება არავის მოუხდენია… ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას“, – დასძინა სააკაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version