საქართველოს პრეზიდენტმა გორში სამხედრო ჰოსპიტალისა და ნატახტარის მონაკვეთზე ახალი ავტობანის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის “პასუხი, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ ხდება“.
“ჩვენი პასუხი იქნება მხოლოდ ერთი: განვითარება, მშენებლობა და წინსვლა საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
“ნახეთ რა ამბავია ატეხილი საქართველოზე, ნახეთ რა პროპაგანდა მიდის – დაიქცა, დაინგრა, განადგურდაო. ისე გავნადგურდით, რომ ისეთ გზებს ვაშენებთ, რომელიც ჯერ-ჯერობით რუსეთში არ არის, ისეთი საავადმყოფო გავხენით[გორში], რომელიც ჯერ-ჯერობით რუსეთში მაინცდამაინც არ არის, ისეთ სკოლებს ვაკეთებთ, რომელიც ჯერ-ჯერობით იქ [რუსეთში] არ არის და გვინდა, რომ იყოს და გაგვიხარდება, რომ იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
“მე გეუბნებით რომ, ეს გზა აუცილებლად მივა სოხუმში და იმაზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია… ჩვენ ახალი გამარჯვებები გველის წინ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გორში გახსნილი სამხედრო ჰოსპიტალი მოემსახურება, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს.
“მთელი ცხინვალი აქ დაიწყებს სიარულს მალე, რადგან მსგავსი არაფერი რეგიონში არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)