აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარ შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

30 სექტემბერს ერთი თავდამსხმელი დაიღუპა და სამი ქართველი პოლიციელი დაიჭრა მას შედეგ, რაც შეიარაღებულ პირთა უცნობმა ჯგუფმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები “აფხაზი სეპარატისტები“ იყვნენ. საგარეო უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში მოხდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version