პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების 28 ათასამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

დღეს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა ინიციატივა საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რაოდენობის 26 ათასიდან 28 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს.


“ეს განპირობებულია იმ ამოცანებით, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული“, – განუცხადა 25 სექტემბერს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ “სივილ ჯორჯიას“.


28 ათასი ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომელიც შესაძლებელი იქნება თავდაცვის სამინისტროს ძალებში ირიცხებოდეს. ამ ინიციატივას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.


2005 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარი 23 ათასი იყო, რაც 2006 წლისათვის 26 ათასამდე გაიზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version