პარლამენტი წინასაარჩევნოდ მუშაობას წყვეტს

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო სასესიო მუშაობა შეწყვიტონ  და მხოლოდ 10 ოქტომბრიდან განაახლონ საშემოდგომო სესიები.


ამ გადაწყვეტილებით აქტუალურობა დაკარგა პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების კონსულტაციებმა მარტის მიწურულს გამოცხადებული ბოიკოტის შეწყვეტა–გაგრძელებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერ დეპუტატთა შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა: ნაწილი წინასაარჩევნოდ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების, ნაწილი კი ბოიკოტის გაგრძელების მომხრე იყო.


საშემოდგომო სესია პარლამენტში 5 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნა. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პარლამენტში საკომიტეტო მუშაობა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version