სააკაშვილი გიორგაძის მომხრეთა დაჭერაზე კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად პოლონეთს სტუმრობს, 6 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება მოსკოვის მფარველობის ქვეშ მყოფი იგორ გიორგაძის მომხრეთა დაკავებას, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ედებათ ბრალი.


“თუ გინდათ გითხრათ, რომ მეწყინა [გიორგაძის მომხრეთა დაკავება], ეს ასე არ არის. ერთადერთი, რაც მეწყინა ეს არის ჩვენი [ფეხბურთის] გუნდის უკრაინასთან დაუმსახურებელი წაგება [6 სექტემბერს უეფა–ს საკვალიფიკაციო შეხვედრაზე]“, – განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს.


“ესენი მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ და ამას მშვენივრად ნახავენ მათი მფარველები და დამფინანსებლები. რამდენადაც ვიცით, იყო ისტერიული მცდელობა [გადატრიალების მოწყობის]. თუ ღვინის ემბარგო არ შველის, თუ სამხედრო პროვოკაციები არ შველის, მაშინ რჩებათ ეს [სახელმწიფო გადატრიალება], მაგრამ ეს ვერაფერს დაგვაკლებს, თუ ვიქნებით კონსოლიდირებულები“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე დასძინა, რომ გიორგაძის მომხრეთა საქმიანობაზე “ბევრად მეტი ვიცით, ვიდრე ვამბობთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version