ნოღაიდელი ინფლაციის კლებაზე საუბრობს

პრემიერ–მინიტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 6 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აგვისტოში ინფლაცია 6,4%–დან [ივლისის მონაცემი] 6%–მდე შემცირდა.


“მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით, ინფლაციის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებები გატარდა“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) 18 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ივლისის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 14,5%-მდე გაიზარდა, რაც დაგეგმილ პარამეტრებს “მნიშვნელოვნად აღემატება” და ”სერიოზულ რისკს უქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version