არჩევნებს შვიდი ადგილობრივი ორგანიზაცია გააკონტროლებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლად შვიდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, იტყობინებოდა ცესკო 2 სექტემბერს.


ეს ორგანიზაციებია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალგაზრდული კავშირი ინიციატივა, სტუდენტობა NATO-სთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი და ახალგაზრდულ ინიციატივათა მხარდაჭერის ცენტრი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version