თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 12 ნოემბერს ჩატარდება

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტს 12 ნოემბერს აირჩევენ, იტყობინება ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 1 სექტემბერს.


მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის გარდა არავის გამოუთქვამს საჯაროდ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.


საქართველოს ეს თვითგამოცხადებული რეგიონი წელს ასევე გეგმავს დამოუკიდებლობის თაობაზე კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version