ცსკ-ს თავმჯდომარე კოდორის ხეობაში გაემგზავრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი კოდორის ხეობაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე მოინახულებს შენობას, სადაც N86–ე ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისია იმუშავებს.
 
ცსკ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოდორის ხეობა პირველად აირჩევს წარმომადგენლობით ორგანოს.
 
30 აგვისტოს ცსკ-მ მიიღო დადგენილება, 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთი, N86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც აჟარის თემის ტერიტორიას მოიცავს. კომისიის წევრების შესარჩევად გამოცხადებულია კონკურსი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version