ლეიბორისტები არჩევნებში მონაწილეობას იღებენ

ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მისი პარტია  5 ოქტომბერის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


“გამოწვევას ვიღებთ და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და გამანადგურებელი დარტყმები მივაყენოთ სააკაშვილის სისხლიან, ანტიეროვნულ, ანტიადამიანურ რეჟიმს“, – განაცხადა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.
 
მისი თქმით, ლეიბორისტები არჩევნების ბოიკოტს ემხრობოდნენ, მაგრამ ეს არ გამოვიდა, რადგან ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.


მისივე თქმით, არანაირი აზრი არ აქვს თბილისის მერობის კანდიდატის წამოყენებას, რადგან მერის პირდაპირი არჩევნები არ ტარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version