რუსი დეპუტატი სოხუმს სტუმრობს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდნეტმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან ოლეგ კულიკოვი მიიღო, რომელმაც თვის მხრივ მხარდაჭერა აღუთქვა აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტს და განაცხადა,რომ „აფხაზეთს ყოველთვის შეუძლია  სათათბიროში კომუნისტური ფრაქციის იმედი ჰქონდეს“, – იუწყება 25 აგვისტოს „აფსნიპრესი“.


„ჩვენ მადლობლები ვართ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის იჩენდა და იჩენს სახელმწიფო სათათბირო ჩვენი რესპუბლიკის მიმართ, კერძოდ კი რუსეთის კომუნისტური ფრაქცია“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version