მთავრობა კონფლიქტების მოგვარების სტარტეგიულ გეგმაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგავრების სტარტეგიულ გეგმაზე მუშაობს. ამ პროცესში ჩართულია, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი და ეროვნული უშიშროების საბჭო.
 
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სტარტეგიულ გეგმაში ძირითადად იმ პრინციპებზე იქნება დაყრდნობილი, რაც საქართველოს პრეზიდნეტის ინიციატივით შექმნილ სამშვიდობო გეგმაშია წარმოდგენილი.
 
კონფლიქტების ერთობლივი სტრატეგიული გეგმის გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, თუმცა ჯერ-ჯერობით გეგმის დეტალები არ ხმაურდება. ასევე უცნობია თუ როდის დასრულდება გეგმაზე მუშაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version