საქართველო და აზერბაიჯანი ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმდნენ

დღეს ბათუმში საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრებმა, ალექსი ალექსიშვილმა და სამირ შაფიროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ.
 
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, სულ რესტრუქტურიზაციას დაექვემდებარა 13.4 მლნ აშშ დოლარი, საიდანაც 2.07 მლნ აშშ დოლარი 2006 წლის ბოლოსთვის დაიფარება, ხოლო 11.37 მლნ აშშ დოლარის დაფარვა  2011 წლის მარტიდან დაიწყება და 2025 წლის სექტემბერში დასრულდება.
 
1997 წლის 18 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით  აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს ვალი  განისაზღვრა 16.190 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიის ერთი ნაწილი ზამთრის სეზონისათვის ქვეყნის ენერგოსისტემის მოსამზადებლად სახელმწიფო კრედიტის აღების შედეგად დაუგროვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version