ირანის პრეზიდენტი საქართველოს სავარაუდოდ შემოდგომას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, საქართველოში ირანის პრეზიდნეტის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლოა ვიზიტი შემოდგომაზე შედგეს.
 
ვალერი ჩეჩელაშვილის განმარტებით, ირანის პრეზიდნეტის საქართველოში  ჩამოსვლის საკითხი 14-15 აგვისტოს  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მეჰდი საფარის თბილისში ვიზიტისას და საქართველოს პრეზიდნეტთან შეხვედრის შემდეგ შეთანხმდა, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილმა პირადად დაპატიჟა თავისი ირანელი კოლეგა.
 
ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, უახლოე პერიოდში ირანში სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც ირანის პრეზიდნეტის საქართველოში ვიზიტის საკითხიც განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version