კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე დღეს დილით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 17-18 აგვისტოს დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახური.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსკ-ს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის არის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროგრამის შემუშავებისთვის ერთობლივი ჯგუფის მუშაობის დაწყება; კონფლიქტის მხარეთა სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი მუშაობა; კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია და დემილიტარიზაციის დაწყება; ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.
მოსკოვში ვიზიტის დროს ასევე არ გამოირიცხება, რომ მერაბ ანთაძემ შსკ-ს გარდა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით სხვა შეხვედრებიც გამართოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)