სააკაშვილი მიესალმება პოლონეთის როლს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში

პოლონეთის პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან 2 აგვისტოს ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს დახმარებისთვის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.  


“ჩვენ ვართ ძალიან მადლობელი იმ როლისთვის, რომელიც პოლონეთმა ითამაშა და დღესაც თამაშობს უკრაინაში და მთელ რეგიონში, ასევე იმისათვის, თუ როგორ გვეხმარება პოლონეთი საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესში“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ჩვენ მოველით, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო უნდა გადავიდეს ნატოში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე, ეს არის ინტერნსიური დიალოგი, ეს არის სრულ გაწევრიანებამდე შუა გზაზე მისვლა და შეუქცევად ეტაპზე გადასვლა. დღეს ეს სულ უფრო რეალისტურად გამოიყურება. თუმცა, ამას უნდა შემდგომი მუშაობა ჩვენი დიპლომატიის და ჩვენი მეგობრების მხრიდან“, – დასძინა სააკაშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version