ნოღაიდელი: კვიციანი იქნება განიარაღებული და დაპატიმრებული

ემზარ კვიციანი არის ჩვეულებრივი “კრიმინალი“, რომელიც იქნება განიარაღებული და დაპატიმრებული მის მხარდამჭერ სხვა “ბანდიტებთან“ ერთად, განაცხადა ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


კოდორის ხეობაში ამჟამად პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს ემზარ კვიციანისა და მისი შეიარაღებული მომხრეების დაკავებას, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.


ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხევდრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა კოდორის ხეობაში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “განსაკუთრებული პრობლემები არ იქნება“.


ნატოს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გეგმების მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version