ოქრუაშვილი კონფლიქტებზე შეთანხმებების გაუქმებისკენ მოუწოდებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან მიმართებაში ხელმოწერილ ყველა შეთანხმებაზე.      


ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქშოუში “თავისუფალი თემა“ საუბრისას ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება სურს, “თუმცა არ ვაპირებთ ამ კონფლიქტებზე დიდი ხნით თვალი დავხუჭოთ“.


კითხვაზე თუ რა პერიოდი იგულისხმებოდა “დიდი ხნის“ ქვეშ, ოქრუაშვილმა უპასუხა: “თვე“.


თავდაცვის მინისტრი მიესალმა საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის დადგენილებას, რომელმაც დაავალა მთავრობის დაიწყოს კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცედურები და მას “უპრეცედენტო“ უწოდა.


“ეს არის დადგენილება, რომელიც პირდაპირ დავალებას აძლევს მთავრობას და უფლებამოსილებას გვანიჭებს დავიწყოთ ყოველდღიური მუშაობა ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროს მძიმე სამუშაო აქვს ჩასატარებელი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, დადგენილება არ არის “ფარატინა ქაღალდი“, როგორც მას ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version