რუსეთს ახალაქალაქიდან საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გააქვს

ორი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, ორი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (CAУ) და აღნიშნული ტექნიკის საბრძოლო კომპლექტში შემავალი ტყვიამფრქვევები და ავტომატები საბრძოლო მასალებთან ერთად 18 ივლისს წალკიდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთისკენ გავიდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტექნიკის მორიგი პარტია საქართველოს ერთ კვირაში დატოვებს.


რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ახალაქალაქის სამხედრო ბაზა რუსეთმა სრულად 2007 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დაცალოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version