ფინანსთა მინისტრი ეკონომიკურ ზრდას მიესალმება

ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, 2006 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8,4 %–ით გაიზარდა.


“ბუნებრივია, მშპ–ს ზრდა იწვევს და იძლევა საშუალებას დამატებითი შემოსავლების მობილიზებისათვის, რაც უნდა აისახოს ბიუჯეტში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მან ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც 2006 წლის ბიუჯეტის 77 მლნ ლარით გაზრდასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები წარადგინა.


პარლამენტი გაზრდილ ბიუჯეტს, სავარაუდოდ, 25 ივლისს დაგეგმილ სხდომაზე დაამტკიცებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version