სააკაშვილი ვაშინგტონში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

5 ივლისს ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გიულის, იტყობინება 6 ივლისს საქართველოს საგარეო უწყება. 


შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ესწრებოდა, განხილული იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მათ შორის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის  სფეროებში, აგრეთვე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი.


შეხვედრაზე 12 ივლისს სტამბოლში დაიგეგმა  საქართველოს პრეზიდენტისა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრები.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version