ნოღაიდელი აზერბაიჯანს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს შეხვდება.


გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს განიხილება საქართველოს მიერ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან დამატებითი გაზის შესყიდვის საკითხი. საქართველოს სურს სულ ცოტა 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესყიდვა შეღავათიან ფასად 2007 წლიდან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version