ცხინვალი დონორთა კონფერენციას აღიარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 19 ივნისს განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სარეაბილიტაციო პროექტებისთვის ფონდების მოსაზიდად გაიმართა,  სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებისკენ გადადგმული “სერიოზული და მყარი ნაბიჯი” იყო, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


კოკოითმა  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და დნესტრისპირეთის ლიდერების სამიტი, რომელიც სოხუმში 13-14 ივნისს გაიმართა, იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ამ თვითგამოცხადებული რეგიონების საერთაშორისო აღიარებას ისახავდა მიზნად.     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version