ლატვია ნატოს საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაფართოებისკენ მოუწოდებს

ლატვიის პრეზიდენტმა ვაირა ვიკე-ფრეიბერგამ მოუწოდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს გააფართოონ თანამშრომლობა საქართველოსთან და უკრაინასთან.


იგი 7 ივნისს სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ვაშინგტონში. მისი გამოსვლის სრული ტექსტი ლატვიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


“ლატვია მხარს უჭერს უკრაინის და საქართველოს მისწრაფებას დაამყარონ ახლო ურთიერთობები ნატოსთან. მოვუწოდებთ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს რიგის სამიტზე [ნოემბერში] ჩამოაყალიბონ ნატოსა და ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული და გაფართოებული ფორმები. მტკიცედ გვჯერა, რომ ღია კარის პოლიტიკა მომავალი წევრების მისაღებად კვლავ შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ლატვია მზად არის მეგობრული, მომავალზე ორიენტირებული და პრაგმატული ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან, “რომელიც ევროკავშირის და ნატოს მნიშვნელოვანი მეზობელია“.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version