ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” ოფისი გაიძარცვა

ეროვნული უმცირესობის უფლებათა დაცვის ჯგუფმა “მრავალეროვანი საქართველო“ 7 ივნისს განაცხადა, რომ დღეს დილით მათი ოფისის გაძარცვა შესაძლოა კავშირში იყოს ორგანიზაციის საქმიანობასთან, კერძოდ, საქართველოში ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოხსენების მომზადებასთან.


ჯგუფი აცხადებს, რომ ქურდებმა მხოლოდ კომპიუტერები მოიპარეს, რომლებიც ორგანიზაციის მნიშვნელოვან დოკუმენტაციას შეიცავდა, მაშინ როცა ოფისის დანარჩენი ძვირადღირებული აღჭურვილობა და ფული ხელუხლებელი დარჩა.   


“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორგანიზაციის წევრებს არაერთხელ დაუკავშირდნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებმაც ითხოვეს სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენა, განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ ჩრდილოვანი მოხსენებით საქართველოში ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ, რომელზეც ,”მრავალეროვანი საქართველო” უკანასკნელ ხანს მუშაობდა. დოკუმენტი უნდა გაგზავნილიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ევროპის საბჭოში“, – აცხადებს “მრავალეროვანი საქართველო“. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version