კოკოითი ოქრუაშვილის განცხადებებზე კომენტარს აკეთებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც 1 მაისს პირობა დადო, რომ თუ საქართველო 2007 წლის 1 იანვრამდე ვერ აღადგენს კონტროლს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთზე, იგი თანამდებობას დატოვებს.


“ოქრუაშვილის ეს ბაქია განცხადება არ შეუწყობს ხელს მშვიდობას და ურთიერთნდობას. თუ მას თანამდებობიდან წასვლა უნდა, შეუძლია ეს ახლავე გააკეთოს. მიზეზების ძებნა საჭირო არ არის. ოქრუაშვილის ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია თავისი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და აგრძელებს დამნაშავეების ძებნას, რატომღაც სამხრეთ ოსეთში “, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბედვისა და ინფორმაციის კომიტეტი 4 მაისს ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ანალიზით, ოქრუაშვილს გარკვეული როლი აკისრია პერიოდულად შეაჯანჯღაროს საზოგადოება თავისი ანტიოსური გამოხდომებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version