საგარეო უწყება დონაძის დიპლომატიურ სამსახურში დანიშვნას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძის ერთ-ერთ ქვეყანაში საქართველოს კონსულის თანაშემწედ დანიშვნის თაობაზე.


გურამ დონაძე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 მარტს, “ჟურნალისტებთან დაპირისპირების“ მოტივით თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, გურამ დონაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან მისი სავარაუდო კავშირი გახდა. 


სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ 9 მარტს ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა, რომ გურამ დონაძე ისევ აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავის საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ იგი უწყებიდან გათავისუფლებულია. “გამოდის, რომ ხელისუფლება ჩვენ გვატყუებს“, – დასძენს ენუქიძე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version