სააკაშვილი „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობაში“ შვედეთის როლზე საუბრობს

საქართველოს იმედოვნებს, რომ შვედეთის მონაწილეობა „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობაში“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 იანვარს შვედეთის პრემიერ-მინისტრთან იორან პერსონთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.   


„მნიშვნელოვანია შვედეთის როლი იმ გაერთიანებისთვის, რომელიც საქართველომ და უკრაინამ ბორჯომის დეკლარაციის „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა“ თანახმად შექმნა…  მიგვაჩნია, რომ ამ გაერთიანებაში შვედეთის მონაწილეობა, რომლის შემდეგი შეხვედრაც ბუქარესტში გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


„საუბარია შავი ზღვის-ბალტიისპირეთის რეგიონის ერთობაზე, ერთიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებაზე და შვედეთი, რა თქმა უნდა, ლიდერია ბალტიისპირეთის რეგიონში. შევედეთის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ენიჭება, რადგან ეს ქვეყანა სხვაგვარ ინერციას მისცემს ფორუმს“, – დასძინა მან.


პრემიერ-მინისტრმა პერსონმა განაცხადა, რომ შვედეთი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მზად არის თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყაროს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version