კოკოითი ევროკავშირის წარმომადგენელს ცხინვალში შეხვდა

დღეს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდნეტი ედუარდ კოკოითი სამხრეთ კავკასიის ქვეყენებში ევროკავშირის წარმომადგენელს ჰეიკი ტალვიტიეს და საქართველოში ეუთოს ელჩს როი რივს შეხვდა, სადაც ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს, იუწყება 24 იანვარს დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ოსური მხარე მზად არის შეასრულოს ყველა ნაკისრი ვალდებულება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით.


„ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი – ეს რეგიონალური კონფლიქტი არ არის, იმდენად რამდენადაც მთლიანობაში შეიძლება შეეხოს მთელ კავკასიის რეგიონს. ამის გამო საჭიროა ყველა მიღწეული შეთანხმების შესარულება“, – იუწყება კომიტეტი დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით.


თავის მხრივ ჰეიკი ტალვიტიემ, რომელიც თბილისში 23 იანვარს ჩამოვიდა და უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, კოკოითთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version