გალში ქართულ-აფხაზური შეხვედრა მიმდინარეობს

გალში, გაეროს ოფისში დღეს ქართულ-აფხაზური შეხვედრა დაიწყო, რომელსაც ქართული მხრიდან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, ხოლო აფხაზური მხრიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შაბმა ესწრებიან.


გასულ კვირას დაგეგმილი ქართულ-აფხაზური შეხვედრა უამინდობის გამო ორჯერ გადაიდო.


სახელმწიფდო მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე სხვა მნიშვენლოვან საკითხებთან ერთად  გალის რაიონში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იმსჯელებენ.


„ის ვითარება რაც უკანასკნელ პერიოდში  ჩამოყალიბდა [გალის რაიონში] ყოვლად შეუწყნარებელია. ძალადობა არ ცხრება და უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. სამწუხაროდ მას ეთნიკური ნიშნებიც გააჩნია… ამაზე სეროზული საუბარი გვექნება“, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ შეხვედრის დაწყებმადე ჟურნალისტებს.


ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გამოთქვა პროტესტი ბოლო პერიოდში გალის რაიონში გახშირებული ადამიანების გატაცების, დაყაჩაღების და მკვლელობის ფაქტების გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version