საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ბეჟუაშვილი შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.


გელა ბეჟუაშვილი თავის კოლეგასთან ერთად ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავს, იმსჯელებენ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო გეგმისადმი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის საკითხებზე. „ქართული მხარე დაინტერესებულია შერეულ საკონტროლო კომისიაში ევროკავშირის მონაწილეობით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version