ბუში მიესალმება რელიგიური თავისუფლების გაუმჯობესებას საქართველოში

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მიესალმა მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რელიგიური თავისუფლების კუთხით მიღწეულ პროგრესს. თეთრი სახლის მიერ 13 იანვარს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში პრეზიდენტმა ბუშმა 16 იანვარი რელიგიური თავისუფლების დღედ გამოაცხადა.


“ჩვენ [აშშ] ვმუშაობთ, რათა რელიგიური თავისუფლების წინსვლას მივაღწიოთ საზღვარგარეთ… ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი ვიხილეთ ვიეტნამში,  ლაოსში, ინდოეთში, საქართველოსა და გაერთიანებულ ემირატებში … სხვა ქვეყნებში ხალხის რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარების გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული  საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ 2005 წლის მოხსენების თანახმად, საქართველოში რელიგიური თავისუფლების სტატუსი გაუმჯობესდა, თუმცა მოხსენება აღნიშნავს, რომ “გრძელდება არატრადიციული რელიგიების ადგილობრივი დევნა, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version