მინძაევი ქართველი მაღალჩინოსნების დაპატიმრებით იმუქრება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა 6 იანვარს განაცხადა, რომ ოსი სამართალდამცავები დააპატიმრებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, თუ ისინი ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევლენ.


“ჩვენ ყველა იმ პირს დავაპატიმრებთ, რომლებიც იძებნებიან ჩვენს მიერ“, – განუცხადა მინძაევმა ჟურნალისტებს. იგი იმ ქართველ მაღალჩინოსნებს გულისხმობდა, რომლებიც ოსი სამართალდამცავების მიერ იძებნებიან. ოქრუაშვილისა და მერაბიშვილის გარდა მაღალჩინოსნების სიაში ასევე შედიან შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი და სამხედრო პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი.


მინძაევის ამ განცხადებას წინ უძღოდა ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე კონფლიქტის ზონაში ჩასვლას გეგმავდნენ.      



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version