პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვაზე შეზღუდვები მოიხსნა

28 დეკემბერს პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო “საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონში ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გასაწევ ხარჯებზე არსებული შეზღუდვები მოიხსნა.


ადრინდელი რედაქციით, აღნიშნული სარეზერვო ფონდებიდან ხარჯების გაწევა შეიძლებოდა სტიქიურ უბედურებებსა და გაუთვალისწინებელ სახელმწიფო ვალდებულებებზე.


“ახლა კი პრეზიდენტი და მთავრობა თავად განსაზღვრავენ რაზე უნდა დახარჯონ თანხები, რაც ცვლილებების მიღებამდეც ფაქტობრივი წესი იყო, თუმცა პარლამენტის მხრიდან კონტროლის შესაძლებლობა მაინც არსებობდა“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დეპუტატმა ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტიდან“ ივლიანე ხაინდრავამ 30 დეკემბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version