აფხაზეთში სამშვიდობოების მეთაურს 6 თვით გაუგრძელეს უფლებამოსილება

30 ნოემბერს მოსკოვში დსთ–ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაცია არ დასწრებია, რუსული მხარის ინიციატივით უფლებამოსილების ვადა 6 თვით გაუგრძელეს ქართულ–აფხაზურის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაურს გენერალ–მაიორ სერგეი ჩაბანს, იუწყება “ინტერფაქსი“. 


დსთ–ს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ორგანიზაციის 9 წევრი ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა თანამეგობრობის სივრცეში მოქმედი სამშვიდო ძალების სტატუსი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version