ნოღაიდელი და სოლანა ბრიუსელში შეხვდნენ

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა 29 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა.


ხავიერ სოლანას პრეს-სამსახურის ცნობით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს სამშვიდობო გეგმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის ჩართვის პერსპექტივები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version